ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 929 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთში 155 დაფიქსირდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 914 პირი, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 917 პირი ემსხვერპლა.
ახალი შემთხვევიდან თბილისში 659 დაფიქსირდა, აჭარა - 96, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 147, შიდა ქართლი - 90, გურია - 56, კახეთი - 286, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 521, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 611 269-ს.

Print