ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 381 ადამიანი მკურნალობს, მძიმეა 30 პაციენტის მდგომარეობა
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში ამ ეტაპზე 381 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს. მძიმეა რუხის საავადმყოფოში მყოფი 28 და სენაკის "ლაზიკა მედის" 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

საკარანტინე სივრცეში 23 კოვიდ ინფიცირებული რჩება. 

დღის განმავლობაში 201 პირი გამოჯანმრთელდა. რეგიონში COVID 19-ით ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 3 ადამიანი.


Print