რეგიონი
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ-ის მონაკვეთზე (კალა-უშგული)  გზის მარცხენა ზედა ფერდი ჩამოიშალა.

,,ქვისცვენა ამჟამადაც გრძელდება და მოძრაობა ჩაკეტილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის'', – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ადგილზე იმყოფებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და  სტიქიური მოვლენების დასტაბილურებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.
Print