ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 183 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 183 დაფიქსირდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 633 პირი, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 976 პირი ემსხვერპლა.

ახალი შემთხვევებიდან თბილისში 559 დადასტურდა, აჭარა - 121, იმერეთი - 311, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 93, გურია - 33, კახეთი - 269, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 057, საიდანაც 4 169 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 614 763-ს.

Print