რეგიონი
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა - ადგილობრივები
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა დილიდან ცალმხრივად შეიზღუდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადასვლა მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით არის შესაძლებელი. ისინი აღნიშნულ ფაქტს თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ.

"ხმის მიცემა უნდოდა ჩემს ბიძაშვილებს და უკან გააბრუნეს, ჯერ არ ვიცითო როდის გაიხსნება ისევ"- უთხრა რადიო ,,ათინათს'' ოკუპირებულ ტერიტირაზე მცხოვრებმა ქალმა.

სუს-ში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გაავრცელებენ. ამ ეტაპზე ხიდზე გადაადგილების საშუალება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს აქვთ.
Print