რეგიონი
მირანდა მესხი: ზუგდიდში "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლების წარმოებაში ხელს უშლიდნენ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ მას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" ხელმძღვანელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ორგანიზაციას ეგზიტპოლების წარმოებაში ხელს უშლიდნენ.

მისი განმარტებით, ზუგდიდის 84-ე საარჩევნო უბანზე, შემთხვევა გარეთა პერიმეტრზე მოხდა, რომელსაც თავად ვერ აკვირდებიან.

,,ცენტრალურიდან "ედისონ რისერჩის" დამიკავშირდა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სადაც ხელის შეშლა იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან, მთავარი არხიც იყო ჩართული, გარე პერიმეტრს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რაც შეეხება ამ თემას ეს არის საპატრულო პოლიციის კომპეტენცია, თუ ფიქსირდება ასეთი რამ გამოიძახონ პატრული, პირველი გაფრთხილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა არის საპატრულო პოლიციის კომპეტენცია'', - თქვა მირანდა მესხმა.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 2 ოქტომბრის 12 საათისთვის 15,68 %-ს შეადგენს, რაც რაოდენობრივად არის 119 848 ამომრჩეველი.

,,10 საათიან მონაცემებს თუ შევადარებთ აქტივობა გაორმაგებულია’’, - აღნიშნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

ზუგდიდში სულ 119 849 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 109 უბანია გახსნილი.
Print