ახალი ამბები
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა - სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. საარჩევნო პროცესი ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა და შესაბამისად, უბნებიც დაიხურა. ახლა საარჩევნო კომისიები ბიულეტენების დათვლას იწყებენ.
სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.


ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ორგანიზაცია "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" 47,6% მიიღო, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა"- 27, 1%.

Edison Research - ის ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარდა, თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება.
კერძოდ, ორგანიზაციის გამოკითხვით, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:


"ქართული ოცნება", კახა კალაძე - 43%,
"ნაციონალური მოძრაობა", ნიკა მელია - 39%,
პარტია "საქართველოსთვის", გიორგი გახარია - 7%.
"ხალხისთვის", ანა დოლიძე - 4%,
"ლელო", ანა ბიბილაშვილი - 2%,
"პატრიოტთა ალიანსი", გიორგი ლომია - 1%
"ჩვენი გაერთიანებული საქართველო", რიჩარდ ოკბუნუჯუ -1%

კვლევა Edison Research -მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა და ის 18:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს.

Ipsos-ის მიერ ტელეკომპანია "მთავარის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" 33 %-ით.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე ნაწილდება:
გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" – 7,6 %,
"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" - 4,8 %,
"ლელო" – 4 %,
ხალხისთვის - 2%,
გირჩი - 1,6%,
მოქალაქეები - 1,1%,
"ევროპული საქართველო" – 1 %,
ლეიბორისტული პარტია - 1,0%,
პატრიოტთა ალიანსი - 0,9%,
მესამე ძალა - 0,8%

რაც შეეხება თბილისში მერის არჩევნებს, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 50 %-იანი მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური.
კერძოდ, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:
"ქართული ოცნება", კახა კახალაძე - 40,2 %
"ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციის ნაწილი, ნიკა მელია - 40,8 %
პარტია "საქართველოსთვის", გიორგი გახარია - 8,7 %
ანა დოლიძე - 3,5 %
ანა ბიბილაშვილი - 2,6%

შედეგები 17:00 საათის მონაცემებს ასახავს. გამოიკითხა 2 ათასზე მეტი ადამიანი.

ამომრჩევლებმა ხმა 73 საარჩევნო ოლქის 3 743 უბანზე მისცეს, საიდანაც 9 პენიტენციური და 70 სპეციალური, ე.წ. კოვიდუბანი იყო.

ამომრჩევლებმა დღეს 64 მერი და 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) აირჩია.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 17:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია.

Print