რეგიონი
მირანდა მესხი - ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 19 საჩივარია შესული
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, 20:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უბნებზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 52 615 ამომრჩეველს, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43.9% შეადგენს.

მისივე თქმით საოლქო კომისიაში 19 საჩივარია შესული.

,,ამ დროისთვის ზუგდიდის ყველა უბანი დახურულია, შესაბამისად, მიმდინარეობს დათვლის დაწყების პროცესი. დათვლის პროცესი განხორციელდება ვიდეოფიქსაციით და ყუთების გახსნიდან ბოლო ხმის დალუქვის ჩათვლით მოხდება გადაღება. ამ ეტაპზე ოლქში რეგისტრირებულია 19 საჩივარი. ასევე იყო გადასატანი ყუთის საკითხი მე-17 უბანთან დაკავშირებით, ვინაიდან შემოსულია საჩივარი, გადასატანი საარჩევნო ყუთი არ დაითვლება უბანზე, დაითვლება ოლქში და ოლქი განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. სხვა საჩივრები ეხება მცირე პროცედურულ გადაცდომებს, რაც არ იქონიებს გავლენას კენჭისყრის მონაცემებზე’’, - განაცხადა მირანდა მესხმა.

ცნობისთვის, ზუგდიდის  #67 ოლქში სულ 119 849 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print