ახალი ამბები
ცესკოს წინასწარი მონაცემებით მესტიის მერი ისევ კაპიტონ ჟორჟოლიანი იქნება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მესტიის 47-ე საარჩევნო ოლქში დათვლილია 38 უბნის მონაცემები, რაც საერთო მონაცემის 92.68%-ს შეადგენს. ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატს ხმების 64.34% აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მესტიის მერი, სავარაუდოდ, ისევ კაპიტონ ჟორჟოლიანი გახდება. მას 2 943-მა მოქალაქემ მისცა ხმა.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებულ კანდიდატებს, ხმები ასე გადანაწილდა:

#9 გეგი გულედანი ("ლელო") - 10.65% (487 ხმა);

#25 მალხაზ უდესიანი ("გახარია-საქართველოსთვის") - 8.66% (396 ხმა);

#48 ბექა დადეშქელიანი ("ანა დოლიძე-ხალხისთვის") - 7.35% (336 ხმა);

დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიორგი რატიანმა (#52) ამომრჩევლებისგან 9.01%, 412 ხმა მიიღო.
Print