ახალი ამბები
ჩვენი ხმები წავიდა გახარიასთან - მამუკა წოწერია
ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც "ქართულმა ოცნებამ" პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა, ყოფილი პრემიერ მინისტრის პარტიაა. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხარდამჭერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სწორედ გახარიას მისცა ხმა. 

"რაც შეეხება ზუგდიდის შედეგებს, რა თქმა უნდა რეალობას ვუსწორებთ თვალებს, გვაქვს მეორე ტური, აქედან გამომდინარე პირველ რიგში დავფიქრდები საკუთარ თავზე, რამდენად გავაკეთე ყველაფერი და ხომ არ დავაკელი რამე საარჩევნო პროცესს. გარემოება გახლავთ ალბათ ისიც რომ ჩვენი ელექტორატი გადანაწილდა სხვადასხვა პარტიებზე, ამან კი დააყენა ის შედეგი რაც დადგა. თუმცა რა თქმა უნდა, მეორე ტურის მოგება დარწმუნებული ვარ რომ გარდაუვალია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ", - აღნიშნა წოწერიამ.

მან მოქალაქეებს დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიულოცა და ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

ზუგდიდში, ისევე როგორც საქართველოს სხვა დიდ ქალაქში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
Print