ახალი ამბები
კახათიდან ზუგდიდის საკრებულოს წევრი გიორგი სორდია იქნება
ზუგდიდის სოფელ კახათის მაჟორიტარი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობიდან წარდგენილი გიორგი სორდია იქნება. მან #12 მაჟორიტარულ ოლქში ხმების 51.41% (945 ხმა) მიიღო.

"ქართული ოცნების" კანდიდატს, ოთარ გუგუჩიას მხარი 728 ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც ხმების 39.61%-ია. კიდევ ერთმა კანდიდატმა, გიორგი ნარმანიამ ("გახარია-საქართველოსთვის") 165 ხმა მიიღო, რაც 8.98%-ს შეადგენს.

კახათში სულ 4 უბანი იყო გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობა 1 916 მოქალაქემ მიიღო.
Print