ახალი ამბები
ზუგდიდის ერთ-ერთ ოლქში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ხმით მოიგო
ცესკოს წინასწარი მონაცემებით #11 მაჟორიტარულ ოლქში (ოდიში, კორცხელი, ჭკადუაში, ნაცატუ, ჩხოუში, ბაში) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს 2 ხმით მოუგო. კანდიდატებს შორის ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

„ნაციონალური მოძრაობა“, მანუჩარ ფიფია - 41.21% (1 182 ხმა);

„ქართული ოცნება“, სოსო გოგოხია - 41.14% (1 180 ხმა);

„გახარია-საქართველოსთვის“, ნიკა გაბედავა - 17,64% (506 ხმა).


#11 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული 5 787 ამომრჩევლიდან, საკუთარი პოზიცია 3 020-მა მოქალაქემ გამოხატა.

Print