ახალი ამბები
იანვრიდან პენსია გაიზრდება
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის 20 ლარის დამატება იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაცემელი თანხა 260 ლარამდე გაიზრდება.

70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია კი 25 ლარით მოიმატებს და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარით განისაზღვრება.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის გახდება 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარი.

მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2.885 მილიარდი ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით) დაიხარჯება.
Print