ახალი ამბები
გაგრაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გაგრაში. შემოვლით გზაზე მოძრავი "ნისანი" და "ნივა" ერთმანეთს შეეჯახნენ, შედეგად, უკანასკნელი ხიდიდან გადავარდა,  ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი კი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესამსახური ავრცელებს.

შემთხვევა 4 ოქტომბერს, დღის საათებში მოხდა.




Print