რეგიონი
გიგა ფარულავა: ოცნება აბსურდული არგუმენტებით ითხოვს უბნის შედეგების გადათვლას
მარტვილში, უბანზე, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ხორავამ პირველივე ტურში გაიმარჯვა, ოცნება აბსურდული არგუმენტებით ითხოვს უბნის შედეგების გადათვლას“, - ამის შესახებ  ინფორმაციას "გახარია-საქართველოსთვის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

„მარტვილის N1 საარჩევნო უბანზე, სადაც ქართული ოცნება პირწმინდად დამარცხდა, ხოლო ჩვენი, პარტია "საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ხორავამ მოიგო არჩევნები პირველივე ტურში, ოცნება აბსურდული არგუმენტებით ითხოვს უბნის შედეგების გადათვლას, თითქოსდა ხმის დათვლის პროცესის დროს ნერვიული ფონის გათვალისწინებით მთვლელები უშვებდნენ შეცდომებს. ეს მაშინ, როდესაც ხმის დათვლის პროცესის დროს რაიმე ტიპის პროცედურული საჩივარი არ დაფიქსირებულა“ - განაცხადა „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოლქის მხრიდან აღნიშნული დაკმაყოფილდა, ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესრულება.

„ქართული ოცნების მოთხოვნა აბსურდულია, თუ აღნიშნული დაკმაყოფილდა ოლქის მხრიდან, ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ნათელი მაგალითი. ჩვენ ამ ფაქტს მივყვებით ბოლომდე და არ გაბედოთ, კიდევ ერთხელ ამომრჩევლის ხმის მოპარვა“, - განმარტავს  გიგა ფარულავა.

მარტვილის პირველ საარჩევნო უბანზე პარტია ,,საქართველოსთვის''  კანდიდატ გიორგი ხორავას 42,1% აქვს, "ქართული ოცნების" წარმომადგენელს დავით ბარამიას კი 36,54%.
Print