ახალი ამბები
სოხუმში საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ნაღმსატყორცნის ნაღმი იპოვეს
სოხუმში, გუმისთის ქუჩაზე, ერთ - ერთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე 120 მმ - იანი ნაღმსატყორცნის ნაღმი იპოვეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციებისსამინისტროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ნაღმი იქ 1992-1993 წლის ომის შემდეგ დარჩა.

უწყების წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და ნაღმი ამოიღეს, მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.





Print