ახალი ამბები
ყაჩაღო, არ შეგრჩება - ოპოზიცია მირანდა მესხს
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მირანდა მესხთან შესვლას ითხოვენ. ზუგდიდის საოლქოში იმყოფებიან ენმ-ის ლიდერები ეკა ხერხეულიძე და პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია. ისინი მესხისგან საჯარო განმარტებებს მოითხოვენ და ამბობენ, რომ მან ზუგდიდის მე-11 ოლქის შედეგები გააყალბა.

"წარმოუდგენელი ამბავია, მე-7 დღეს გახსნეს დალუქული კონვერტები და გადააკეთეს. მოგებული ოლქი წააგებინეს ადამიანს, ხალხს ჰპარავენ ნებას. ამ ქალის ადგილი არის ციხეში. რასაც დღეს აკეთებს, არ შერჩება", - უთხრა ჟურნალისტებს ეკა ხერხეულიძემ.

საოლქოს თავმჯდომარის დღეს დაგეგმილი პრესკონფერენცია ჩაიშალა. მირანდა მესხი კაბინეტშია ჩაკეტილი და მას პოლიცია იცავს.




Print