ახალი ამბები
ენმ ზუგდიდში ხვალ აქციის გამართვას გეგმავს
ენმ-ს წარმომადგენლები ხელისუფლებას და საოლქო კომისიას ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატისთვის ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ. პარტიის ოფისში ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მათი კანდიდატი, რომელიც გამარჯვებული იყო, დღეს დამარცხებულად გამოაცხადეს. მისი შეფასებით ეს ზუგდიდელების შეურაცხყოფაა და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მომხდარი ყველამ უნდა გააპროტესტოს.

"წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს. უბნებზე, სადაც მანუჩარ ფიფიამ გამარჯვება მოიპოვა, არც ერთი საჩივარი არ დაუწერიათ და ჰოი საოცრებავ - სიით გასული დეპუტატის მამამ გაასაჩივრა ოლქი. დასხდნენ და ჩაიდინეს დანაშაული. რასაც უნდათ ჭრიან და კერავენ, მიუხედავად ამისა ოპოზიცია მაინც არის უმრავლესობაში", - აღნიშნა მელიამ. 

მასთან ერთად ბრიფინგზე იმყოფებოდა პარტიის მიერ #11 ოლქში წარდგენილი მანუჩარ ფიფიაც. 

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული მაჟორიტარული ოლქის გაბათილებული ბიულეტენები გუშინ გადათვალა, რის შედეგადაც გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა.

კონკრეტულად რომელ საათზე დაიგეგმება ხვალინდელი აქცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.


ამავე თემაზე: 

დღეს ზუგდიდის საოლქო კომისია საერთაშორისო დამკვირვებლების თვალში გამოცდას გადის - წითლიძე

ზუგდიდში შედეგები შეიცვალა იმ ოლქში, სადაც ენმ-მ "ოცნებას" 2 ხმით მოუგო

ზუგდიდის ერთ-ერთ ოლქში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ხმით მოიგო


Print