ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 844 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 339 დაფიქსირდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 814 პირი, ხოლო 29 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კოვიდ19-ს ჯამში 9 221 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 945 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პაციენტი. თვითიზოლაციის პერიოდს 17 646 მოქალაქე გადის.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 631 563-ს.

Print