ახალი ამბები
რაც მირანდა მესხმა გააკეთა, ყველაზე მძიმე დანაშაულია - ნიკა მელია
არ მინდა მძიმე პასუხიმსგებლობა დაგეკისროთ, - ასე მიმართა ნიკა მელიამ ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს. მისი თქმით, ზუგდიდის მოსახლეობა არავის მისცემს უფლებას არჩევნების შედეგები გააყალბოს. 

"ზუგდიდში აქციას მაინც ატარებთო? იყო ასეთი კითხვები, არ დაგიმალავთ, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ დუმილი ხელისუფლებას ხელს უწყობს, რომ შედეგები გადაწეროს, ამის უფლებას არ მივცემთ და არც მივეცით! ამიტომ გამოვედით. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა აქ ყოფნა, როდესაც ჯერ კიდევ ვეძებთ გარდაცვლილებს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ოდნავ რთულიც არ არის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ შენობაში არიან მოკალათებულები, ზუგდიდელების მიერ გამოხატული ნების მოპარვა. მაშინ, როდესაც ტრაგედია მძვინვარებს. ამ დილემის წინაშე დავდექით - რა გაგვეკეთებინა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. იმედია, სწორად გაგვიგებთ",- თქვა მელიამ.

მან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქციაც დააანონსა. ენმ-ის ლიდერმა მხარდამჭერებს 14 ოქტომბერს, 18 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

აქციაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად იმყოფებიან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ მელია და მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.

ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით აქცია დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს. ენმ-ის წევრები მას #11 საარჩევნო ოლქის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს შენობის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. 

მსვლელობის დაწყებამდე შეკრებილებმა ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სანთლები დაანთეს.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში ენმ-ს აქცია სანათებისა და ფარნების შუქის ფონზე დაიწყო

ყაჩაღო, არ შეგრჩება - ოპოზიცია მირანდა მესხს

ზუგდიდში შედეგები შეიცვალა იმ ოლქში, სადაც ენმ-მ "ოცნებას" 2 ხმით მოუგო


Print