ახალი ამბები
ზუგდიდში საპროტესტო აქცია დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია საოლქო კომისიასთან დასრულდა. შეკრებილებს სიტყვით ნიკა მელიამ, ანზორ მელიამ, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ და თამუნა კორძაიამ მიმართეს.

მათ ზუგდიდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და თბილისში დაგეგმილი აქციაზე 14 ოქტომბერს, მისვლისკენ მოუწოდეს.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის.

,,დიდი მადლობა ყველას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე ვგრძნობ ჩემი შვილის მიმართ და ამ სამართლიანი ბრძოლის მიმართ, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. ჩვენ დღეს მდუმარე აქცია გვაქვს, დაგვატყდა მორიგი ტრაგედია. დღეს ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი შიმშილობს, იმიტომ, რომ მას უნდა აღდგეს აქ სამართლიანობა, რომ აშენდეს სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ადამიანები არ დაისჯებიან განსხვავებული აზრისთვის. ამ პატარა სახელმწიფოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და არ ეცხოვრებათ ამ ადამიანებს, ყველა გაქცევაზეა და ჩემი შვილი იმისთვის შიმშილობს, რომ ასე არ იყოს, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად მათი აზრის განსხვავებულობისა იყოს ბედნიერი თავის ლამაზ ქვეყანაში'', - თქვა მან მდუმარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
საოლქო კომისიასთან მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები

შეგახსენებთ, აქცია ენმ-ს ოფისთან სანთლების ფონზე, წუთიერი დუმილით დაიწყო. მათ პატივი მიაგეს ბათუმში დაღუპულთა ხსოვნას.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მტკიცებით, ზუგდიდის საოლქომ ამომრჩევლებს ხმები მოპარა.


Print