ახალი ამბები
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბათილი

ბიულეტენის გადათვლასთან დაკავშირებით. საოლქოს გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჩივრა. საქმე მოსამართლე ირაკლი აბშილავამ განიხილა.

 


"ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს ივანიშვილს. ჩვეულებრივად თეთრზე თქვა შავიაო, შავზე - თეთრიაო. "ქართულმა ოცნებამ" გააბათილა ეს შედეგები და ძალით კანონის უგულებელყოფით გაასწორა შედეგები და მოგება მიაწერა თავის კანდიდატს",- აღნიშნა ენმ-ს წარმომადგენელმა გიორგი ფიფიამ.

ოპოზიციური პარტია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინტანციაში გეგმავს.

 

Print