ახალი ამბები
ზუგდიდელი ძალოსანი ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონი გახდა
საუდის არაბეთში, ქალაქ ჯედაში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ზუგდიდელი ძალოსანი ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 17-წლამდე გოგონათა შორის მან ორჭიდის ჯამში 208 კგ. დააგროვა. ასევე, ოქროს მედალი მოიპოვა მან აკვრაშიც. რაც შეეხება ატაცს, აქ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანი ვერცხლის მედალს დასჯერდა. 

გასულ დღეებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს ზუგდიდელმა ნიკოლოზ ესართიამ (73 კგ) და გურამ ვეკუამ (96 კგ).

აგვისტოში, პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელიამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
Print