ახალი ამბები
სოხუმი: ბოლო ორ დღეში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 577 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში 4 პაციენტი გარდაიცვალას, სამი მათგანი, 73 და 74 წლის -გუდაუთის კოვიდ საავადმყოფოში, ხოლო ერთი - 72 წლის, რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 70 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა,42 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 10, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 13, გაგრის კლინიკაში – 35, მათგან 4 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 14 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 97 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 28 932 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 425, გამოჯანმრთელდა 24 067 მოქალაქე.





Print