ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მოთავსებული 402 პაციენტიდან, 39-ის მდგომარეობა მძიმეა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ კოვიდცენტრებში 400-ზე მეტი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათგან, 40-მდე პაციენტის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ, 74 კი საშუალო სიმძიმისაა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში კიდევ 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში სულ 23 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.

Print