ახალი ამბები
სამეგრელოს რეგიონში 6 დაავადების სქრინინგი ჩატარდება
ზუგდიდში, სენაკში, ფოთსა და დაბა ჯვარში 6 დაავადების სქრინინგი ერთდროულად ჩატარდება. შესაძლებელი იქნება ტუბერკულოზის, კოვიდ-19-ის, აივ/შიდსის, "C" ჰეპატიტის, შაქრიანი დიაბეტის და ჰიპერტენზიის გამოკვლევა. სკრინინგი სპეციალურად აღჭურვილ მობილურ კლინიკაში ჩატარდება.

პროექტს გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია განახორციელებს. სკრინინგს უზრუნველყოფს პროფესიონალების გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, ექიმი ფთიზიატრი-პულმონოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგები, რადიოლოგი და ლაბორანტები.

სამედიცინო გასინჯვების აქცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

Print