ახალი ამბები
ანა წითლიძე: გზა ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა და "ოცნების" მხარდამჭერებმა გადაგვიკეტეს
პარლამენტის წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, თბილისის აქციაზე მიმავალ კოლონას სამტრედიაში გზა "ქართული ოცნების" 40-მდე მხარდამჭერმა და საკრებულოს წევრებმა გადაუკეტეს. მის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან ადამიანები, რომლებსაც ცოცხები უკავიათ და იგინებიან. ენმ-ის წევრებს მტკიცებით, მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან საკრებულოს წევრები ედიტა კოდუა, ზაზა პროკოპენკო და თაზო ფაცაცია. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები თბილისში დაგეგმილ აქციაზე ზუგდიდიდან დღეს დილით, სამარშუტო ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით დაიძრნენ. თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დღეს, 18 საათზე დაიწყება.

Print