ახალი ამბები
კორონავირუსის გამო რუხის სკოლა დაიხურა
კოვიდ19-ის გავრცელების გამო ზუგდიდის სოფელ რუხის საჯარო სკოლა ერთი კვირით დაუხურა, სწავლება კი ონლაინ რეჟიმში წარიმართება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სასწავლო დაწესებულებაში ვირუსი 15-მდე პირს აქვს დადასტურებული.

„ინფიცირებულია 7 თანამშრომელი, მათ შორის, 4 პედაგოგი და 7 მოსწავლე. რეკომენდაცია მივიღეთ და დირექციის გადაწყვეტილება იყო ონლაინ რეჟიმზე გადასულიყო სკოლა. ვნახოთ რა სურათი იქნება ერთი კვირის შემდეგ, ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ სხვა მასწავლებლებთან და ბავშვებთან“, - აღნიშნა ბულიამ და დასძინა, რომ სასწავლო პროცესი 24 ოქტომბერს უნდა განახლდეს.

მისივე ინფორმაციით, სწავლა ჩვეულ რეჟიმში წარიმართება ნაწულუკუს უბანში, სკოლის მეორე კორპუსში, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობენ.

Print