ახალი ამბები
ზუგდიდის საოლქომ არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმები კამათის ფონზე მიიღო
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმები სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამათის ფონზე დაამტკიცა. სხდომაზე ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილი ოლქის წევრები კომისიას უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდნენ.  მათ გააკრიტიკეს 11-ე საარჩევნო ოლქის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებული ცვლილება, რომლის შედეგადაც გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი გახდა.

თავის მხრივ, საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ კომისია კანონმდებლობის სრული დაცვით მუშაობდა. მან ოპოზიციას სამართლებრივი დავის შესაძლებლობაზე მიუთითა. გარდა ამისა, მისი თქმით, საოლქოს შენობაში ინვენტარის დაზიანებასა და სამუშაო პროცესში შექმნილ ხელშეშლასთან დაკავშირებით ის სამართალდამცავებს მიმართავს.

საბოლოო მონაცემებით, ზუგდიდში, მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების მერობის" მერობის კანდიდატები იბრძოლებენ.

რაც შეეხება საკრებულოს, ამ ეტაპზე მმართველ გუნდზე მეტი მანდატი ენმ-ს აქვს, #4 მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება.
Print