ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა, მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთში 349 დაფიქსირდა.

გამოჯანმრთელდა 2 494 პირი, ხოლო 28 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 359, საიდანაც 5 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 266 პირი. 984 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 34 038 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 662 334-ს.

Print