ახალი ამბები
წვიმა, ელჭექი და ძლიერი ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ოქტომბრამდე
სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ოქტომბერს გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

20 ოქტომბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი, 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Print