ახალი ამბები
სამეგრელოში არჩევნების მეორე ტური 7 ქალაქში და 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება
30 ოქტომბერს 15 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ზუგდიდში, ხობში, სენაკში, მარტვილსა და ჩხოროწყუში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ზუგდიდში ყველაზე მეტი ხმა მერობის ორმა კანდიდატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ანზორ მელიამ და "ქართული ოცნებიდან", მამუკა წოწერიამ მიიღო. შესაბამისად, მეორე ტურში ეს ორი კანდიდატი იბრძოლებს. სენაკში - კობა ნაყოფია (ენმ) და  ვახტანგ გადელია (ქართული ოცნება), მარტვილი - თეიმურაზ ჯანაშია (ენმ) და თორნიკე ჯანაშია (ქართული ოცნება), ხობი - ბესიკი შენგელია (ენმ) და დავით ბუკია (ქართული ოცნება), წალენჯიხა - გიორგი ხარჩილავა (ენმ) და გოგა გულორდავა (ქართული ოცნება), ჩხოროწყუ - ბადრი ქარჩავა (ენმ) და დათო გაგუა (ქართული ოცნება).

ასევე, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება თვითმმართველ ქალაქ ფოთში. აქ გამარჯვებისთვის გიგი უგულავა (ოპოზიციის კანდიდატი) და "ქართული ოცნებიდან" მექა მაჭარაშვილი იბრძვის.

სამეგრელოში პირველ ტურში  40%-იანი ბარიერი დეპუტატობის 15-მა კანდიდატმა ვერ გადალახა. კერძოდ, მაჟორიტარული სისტემით მეორე ტური გაიმართება: სენაკში (მე-3 და მე-8 მაჟორიტარულ ოლქებში), მარტვილში (მე-3, მე-8 და მე-9 მაჟორიტარულ ოლქებში), წალენჯიხასა (პირველ, მე-4, მე-5, მე-6 და მე-მე-9 მაჟორიტარულ) და ჩხოროწყუში (პირველ, მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 მაჟორიტარულ ოლქებში).

რაც შეეხება ზუგდიდს, აქ მეორე ტური მხოლოდ ერთ - მე-4 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
Print