ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 220 შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 220 დაფიქსირდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 374 პირი, ხოლო 42 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 422, საიდანაც 5 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, 33 890 კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციის პერიოდს კი 836 მოქალაქე გადის.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 664 813-ს.


Print