ახალი ამბები
გალში ვარდნილჰესის არხში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ (ვიდეო)
აფხაზი მაშველები, გალში, ვარდნილჰესების კასკადის არხში გაუჩუნარებულ მამაკაცს მეოთხე დღეა ეძებენენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამმართველოში შეტყობინება 15 ოქტომბერს შევიდა.

შემთხვევის ადგილზე გალის და ოჩამჩირეს საგანგებოს თანამშრომლები გამოცხადდნენ და სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. მაშველებმა ნავით შემოიარეს ის ადგილი, სადაც თვითმხილველების თქმით, მამაკაცი წყალში ჩავარდა, კერძოდ, ვარდნილი 2 - ის და ვარდნილ 3-ის სადგურებს შორის. სამძებრო - სამაშველო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო, თუმცა, ჯერჯერობით - უშედეგოდ.

უწყებას გაუჩინერებული მამაკაცის პოვნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
Print