ახალი ამბები
ენმ "ენგურჰესის" ხელმძღვანელებს მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს
პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე "ენგურჰესის" დირექტორს, ლევან მებონიას და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჯონი ჭანიას მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს, რათა მათ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ვერ შეძლონ. მისივე მტკიცებით, აღნიშნული პირები, ხელისუფლების სახელით, ასევე აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუს ოკუპანტებთან, რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს საოკუპაციო ხაზი და დევნილებმა ვერ შეძლონ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა.

„ეს ადამიანები ასევე არიან „ქართული ოცნების“ წევრები და არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც კანდიდატები. ეს ადამიანები ჩადიან დანაშაულს ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე. მათი ქმედების შესახებ გვაქვს მტკიცებულებები და მათ გადავცემთ საერთაშორისო დამკვირვებლებს“, - ამბობს წითლიძე.

ლევან მებონია და ჯონი ჭანია ენმ-ის ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ თუ ოპოზიციას რამე მტკიცებულებები აქვს, გაასაჯაროოს.






Print