ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 500-მდე პაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დღეის მდგომარეობით რეგიონის კოვიდკლინიკებში 500-მდე პაციენტია მოთავსებული.

კერძოდ, რუხის კლინიკაში 194 პირი იმყოფება, მათ შორის, მძიმე 34-ის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, სენაკის „სენა-მედში“ – 42, ფოთის „ბომონდში“ -45 (3 მძიმე), აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკა - 28 პაციენტი, სენაკის „ლაზიკა მედი“ – 91 (2 მძიმე), მარტვილის „ევექსის“ კლინიკა - 23, წალენჯიხის „ევექსის“ კლინიკა - 28.

დღის განმავლობაში 124 პაციენტი გამოჯამრთელდა, ხოლო 220 პირი დაინფიცირდა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 28 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.


Print