ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 151 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 505 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 151 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, გუდაუთის საავადმყოფოში 3 პაციენტი გარდაიცვალა, 72, 69 და 64 წლის მამაკაცები.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 93 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 10, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 18, გაგრის კლინიკაში – 34, მათგან 5 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 14 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 96 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 29 972 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 434, გამოჯანმრთელდა 24 817 მოქალაქე.



Print