ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 350-მდე პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 411 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 896 პირი, ხოლო 29 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 456 გამოვლინდა, აჭარა - 111, იმერეთი - 827, ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 347, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 348, კახეთი - 696, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 48 358, საიდანაც 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, 41 621 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიოლაციის პერიოდს კი 36 225 მოქალაქე გადის.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 680 182-ს.


Print