ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 163 პირი დაინფიცირდა, 1 კი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 541 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 163 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში, გუდაუთის საავადმყოფოში ერთი პაციენტი, 44 წლის ქალი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 94 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 21, გაგრის კლინიკაში – 34, მათგან 5 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 15 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 94 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 30 361შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 435, გამოჯანმრთელდა 25 117 მოქალაქე.




Print