ახალი ამბები
"ჟურნალისტობა დანაშაული არ არის" - ზუგდიდში მთავრობის წევრებს საპროტესტო ბანერი დაახვედრეს
პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს ზუგდიდში "დროას" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა საპროტესტო ბანერით დახვდა, რომელზეც აწერია "ჟურნალისტობა დანაშაული არ არის, ლექSOSთვის, გვახსოვს". მას "ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთადერთი კითხვა ჰქონდა - გრძნობენ თუა არა პასუხისმგებლობას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების, ასევე სხვა ჟურნალისტების ცემისა და შეურაცხყოფის გამო.

"არ გრცხვენიათ ლექსო ლაშქარავას გამო?", - მიმართა მან "ქართული ოცნების" ლიდერებს.

მას მთავრობის წევრებთან მიახლოების საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რა დროსაც მას ერთ-ერთმა პოლიციელმა პირზე ხელი გასაჩუმებლად ააფარა. სამოქალაქო აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, თუმცა პოლიციამ ის ტერიტორიიდან გაიყვანა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტაქტივს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დარბაზში, დახურულ კარს მიღმა ხვდებიან.
Print