ახალი ამბები
ზუგდიდში ფოსტის პანოს რეაბილიტაცია დაიწყო (ფოტო)
ზუგდიდში, ფოსტის ყოფილი შენობის ფასადზე განთავსებული პანოს რეაბილიტაცია დაიწყო. ინიციატივა ადგილობრივ მერიას ეკუთვნის, სამუშაოები კი განახლებული რეგიონის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მერიაში ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები ყველა შესაბამისი სტანდარტის გათვალისწინებით ჩატარდება.


"პანო არ დაკარგავს თავის არქიტექტურულ სახეს. სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულია კომპეტენტური პირები, სწორედ მათი რეკომენდაციით, ამ ეტაპზე ხდება მისი ქვიშის ჭავლით გაწმენდა, ასევე, აღდგება დაზიანებული უბნები", - გვითხრეს მერიაში.

დეკორაცია საფოსტო სერვისების პოპულარიზაციის მიზნით, 1982-83 წლებში დაამონტაჟეს. ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელობის დაკვეთით ის ზურაბ წერეთლის სახელოსნოში დაამზადეს.

აღნიშნულ პანოზე მასალა რადიო "ათინათმა" 2 წლის წინ მოამზადა. 


ამავე თემაზე: 

ფოსტის განვითარების ისტორია კედელზე - პანო ზუგდიდში (ფოტო)
Print