ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მომდევნო სამი დღის განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს. ამასთან, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

26-27 ოქტომბერს მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.


Print