ახალი ამბები
სვანეთში წალენჯიხელ მამაკაცს ეძებენ
სვანეთის გზაზე შუახნის მამაკაცს ეძებენ. გაუჩინარებული წალენჯიხის მკვიდრია და ოჯახის ინფორმაციით, ის მესტიის სოფელ ჭუბერში სახერხ საამქროში მუშაობდა.

ახლობლები ამბობენ, რომ ის სამსახურიდან სახლის მიმართულებით, დაახლოებით, ერთი კვირის წინ წამოვიდა. სწორედ აქ იკარგება მისი კვალი. დაკარგულს ეძებს, როგორც პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახურის ბრიგადა.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


Print