ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტებიდან, 39-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 480-მდე პაციენტი მკურნალობს. მათგან 39 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 250 პირი.

კერძოდ, რუხის კლინიკაში იმყოფება 186 პაციენტი, ფოთის კლინიკაში - 39 პაციენტი, სენაკის კლინიკა - 42, ფოთის ბომონდში - 45, აბაშის „ევექსის“კლინიკა - 24, სენაკი „ლაზიკა მედი“ - 103 მარტვილის „ევექსის“ კლინიკა - 15 პაციენტი,  წალენჯიხის „ევექსის“ კლინიკა - 25 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინო სივრცეში 28 პირი იმყოფება.
Print