ახალი ამბები
იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მიღება წინასწარი ჯავშნის გარეშეა შესაძლებელი

დღეიდან იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად, წინასწარი ჯავშანი მოიხსნა. უწყების ინფორმაციით, ჯავშნის მოხსნა იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო

სერვისების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

„მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატების გამო, წინასწარი დაჯავშნის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, 1 კვირიანი მოლოდინი იყო საჭირო.

„რიგის მართვა ხორციელდება კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი.

იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს. ჯავშნის მოხსნის პირველივე დღეს, 12:30 საათისთვის, იუსტიციის სახლი უკვე მოემსახურა 2600 -ზე მეტ მომხმარებელს, რაც წინასწარი ჯავშნის პირობებში, მხოლოდ დღის 16:00 საათისთვის ხერხდებოდა.

ყველა იუსტიციის სახლის შიდა სივრცე აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატურით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და დაცულია ყველა შესაბამისი რეგულაცია“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

COVID-19-ის პანდემიის გამო, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ემსახურებოდა.

 

Print