ახალი ამბები
„თავისუფლება მიშას“, „სოლიდარობა ყოფილ პოლიციელებს“ - აქცია-პერფორმანსი ზუგდიდში
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა აქცია-პერფორმანსი გამართა. ისინი გასულ კვირაში დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მათ იარაღი „ჩაუდეს“. ამასთან, აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლით ხალხს აჩვენა, თუ როგორი ჩამოშლილია „ქართული ოცნება“ და სახელმწიფო უსაფრთხოება.

"ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ ჩვენს თანამებრძოლებს, ყოფილ პოლიციელებს ჩაუდო იარაღი. ისინი ამ ფორმით ცდილობენ გააჩუმონ ადამიანები, ვინც ცდილობს რუსული ხელისუფლება არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეცვალოს. მათ უნდათ, რომ საზოგადოებაში ყოფილი პოლიციელები გამოაჩინონ მარგინალურ ძალად, მაგრამ აქ მარტო ისინი არ არიან. აქ არიან ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ ის, რომ მუდმივად სჭირდებათ ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სამართლიანობისთვის“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კვარაცხელია.

შეკრებილებმა აქციის ბოლოს გუბერნიის შენობის წინ, ტროტუარზე დატოვეს წარწერები: „თავისუფლება მიშას“.




Print