ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ზუგდიდის მერიასთან აქციას გამართავს
ზუგდიდში, მერიის შენობის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. პარლამენტის წევრის და პარტიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის და სწორედ ამიტომ, ყველა სიძნელის მიუხედავად, მოქალაქეები მათ აქციაზე უნდა მივიდეს.

„დარწმუნებული ვარ ხვალ ზუგდიდს, მთელ სამეგრელოს, რომელსაც ისტორიულად არასოდეს შეშლია არჩევანი, დაიცავს ქართულ სახელმწიფოს და დაიცავს ამ ბრძოლას, რომელსაც ჰქვია, ბრძოლა გამარჯვებისთვის და ბრძოლა თავისუფლებისთვის. აქციაზე დასწრების მსურველები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით“, -ამბობს წითლიძე.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლებას მის ხელთ არსებული ყველა რესურსი ზუგდიდში ჰყავს მობილიზებული, რათა ხალხი დააშინონ და არჩევნების მეორე ტურში იყოს დაბალი აქტივობა.
Print