ახალი ამბები
ზუგდიდიდან "ქართული ოცნების" აქციაზე დასასწრებად მხარდამჭერები უკვე გაემგზავრნენ
თბილისში პარტია "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად, ზუგდიდიდან კოლონები უკვე გაემგზავრნენ. მმართველი გუნდის მხარდამჭერები თბილისში სამარშუტო ტაქსებით, ავტობუსებით და მსუბუქი მანქანებით მიემართებიან.

როგორც პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, აქციაზე სამეგრელოდან 10 500 - მდე მხარდამჭერი მიდის.

"ქართული ოცნების" წევრის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას განმარტებით, დღეს თავისუფლების მოედანზე ღირსების დასაცავად მიდიან.

"დღევანდელი დღე არის შემაჯამებელი აქცია ქართული ოცნების, ეს არის ყველა იმ ხალხისთვის, რომელსც უყვარს ღირსებით და თავისუფლებით ცხოვრება. ზუგდიდიდან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის და მე მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა ამისთვის, მათ უყვართ თავისუფლება და ამ თავისუფლებას 30 ოქტომბერს აუცილებლად წერილობით გააფორმებენ", - ამბობს თაზო ფაცაცია.

ინფორმაციისთვის, თბილისში "ქართული ოცნების" შემაჯამებელი აქცია 17:00  საათისთვის არის დაგეგმილი.


Print