რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 121 პირი
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 555 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 121 ახალი შემთხვევა. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ ერთი პაციენტი, 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 271 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 63 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID-ით ინფიცირების 31 045 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 65 512-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 448 პირი.

Print