ახალი ამბები
სამეგრელოს 7 ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
სამეგრელოს 6 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ზუგდიდში, სენაკში, მარტვილში, ხობში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მერს აირჩევენ დღეს თვითმმართველ ქალაქ ფოთშიც.

რეგიონის მასშტაბით, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები უპირისპირდებიან. 

ზუგდიდი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანზორ მელია, -"ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" მამუკა წოწერია;

სენაკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კობა ნაყოფია, - "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" ვახტანგ გადელია;

მარტვილი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თეიმურაზ ჯანაშია, "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" თორნიკე ჯანაშია;

ხობი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბესიკი შენგელია, "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" დავით ბუკია;

წალენჯიხა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ხარჩილავა, "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" გოგა გულორდავა;

ჩხოროწყუ: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბადრი ქარჩავა, "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" დათო გოგუა;

ფოთი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გიორგი უგულავა, "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" ბექა ვაჭარაძე;

მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო დადგენილი, რაც აღნიშნულ ქალაქებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა.
Print